top of page

ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?

  • Writer: Tata Tibilovi
    Tata Tibilovi
  • Nov 23, 2023
  • 4 min read

ვგონებ, არა ქვეყანაში არ მოხდეს ის, რაც ასე აშკარად ჩვენში მოხდება ხოლმე. საკვირველია!.. რაც უნდა უშვერი, უმსგავსო, სულელობით აღსავსე საქმე იყოს, ჩვენში ფეხს გაიდგამს ხოლმე, მერე ისე, რომ ყურსაც არავის შეაბღერტინებს. არც მის მომქმედსა აქვს შიში, რომ მოვა დრო და მომკითხავს ვინმეო, არც მის მაყურებელს აქვს სირცხვილი, რომ აგრე პირუტყვულად რაზედვექელვინებიო. ჩვენ რის ამბის მბობაც გვინდა, დაუჯერებელია. არც თითონ დავიჯერებდით, რომ სანდოკაცისაგან არ იყოს გადმოცემული. „ივერიაში“ ამას წინათ მოხსენებული იყო, რომ გორში არსებობს შარშანდელს აქეთ საოსტატოსემინარია, ესე იგი იმისთანა სასწავლებელი, რომელმაც უნდა მოამზადოს ოსტატები, მასწავლებელნი ჩვენის სახალხო სასწავლებელთათვის. რასაკვირველია, თქვენ იფიქრებთ, რომ აქ ქართულს ენას პირველი ადგილი ეჭირება სხვათა შორის. მაგრამ ეგ ეგრე არ არის. სემინარიის გულისხმიერს გამგეობას გადაუწყვეტია, რომ ქართველთა ბავშების ოსტატს ქართულის ცოდნა გულს აუსუყებსო. ამის გამო იმ სემინარიაში ქართულს ენას არ ასწავლიან, ასე რომ ქართულის სახსენებელიც გაუქრიათ. როგორ მოგწონთ? შუაგულს ქართლში მთავრობამ სემინარია გახსნა, მერე იმისათვის, რომ ქართულის სოფლის ბავშებისათვის ოსტატები გამოსწურთნოს და მაინცკიდევ ქართულს არ ასწავლიან. ვიცინოთ ამაზედ, თუ ვიტიროთ? წარსულს სექტემბერს ამ გორის სემინარიაში შევიდა ორმოც-და-ათი მოწაფე. ამათ რიცხვში ოც- და-თერთმეტი ყმაწვილი ქართველია, დანარჩენნი სხვადასხვა გვარ-ტომისანი არიან. მაშასადამე, რაოდენობა ქართველთ ყმაწვილებისა შეადგენს ორ-მესამედს მთელის რიცხვისას. მომავალშიაც, რასაკვირველია, ქართველთა მოწაფეთა რიცხვი ამ-გვარადვე მეტი იქნება სხვებზედ. რასაკვირველია, თქვენ იფიქრებთ ამის გამო მაინც ქართულს ენას სემინარიაში სავალი ექნებაო. სემინარიის გულისხმიერს გამგეობას სულ სხვა ფიქრი მოსვლია. მის დირექტორს მოუწვევია საშველად მეცნიერება, გამოუძიებია და დაუსკვნია, რომ ქართველები ქართველები არ არიანო. ჩამომავლობით, ამბობს იგი, სემინარიის მოწაფენი ეკუთვნიან თორმეტს გვარტომობასაო; ამათშორის რუსები არიანო ექვსნი, ქართველები ცამეტნი, იმერლები თორმეტნი, სომხები ექვსნი, პოლაკები ორნი, ინგილონი ორნი, გურულნი ორნი, ფშავნი ორნი, აბხაზნი ორნი, უდინი ერთი, ჩერქეზი ერთი და ბერძენი ერთი. — ამ-გვარად, ქართველი, გურული, იმერელი, ფშაველი —ქართველად არ უცვნია გორის სემინარიის მეცნიერებას. მაშ, უფ. დირექტორის აზრით, რუსი, მოსკოველი, ტამბოველი, ვორონეჟელი, — რუსი არ უნდა იყოს, ეს სულ სხვადასხვა ტომისანიუნდა იყვნენ. ნუთუ ამის თქმა სდომებია უფ. დირექტორს, რომ ისე სასაცილოდ ქართველიქართველს განუშორებია? არა, ბატონო, იმას ეს უფიქრია: „მართლა ქართველი, რომ ქართველადდარჩესო, ხომ მკითხვენ, ოც-და-თერთმეტი ქართველი მოწაფე გყავს და რატომ ქართულს არასწავლიო; თავი რად ავიტკივოო. ის არა სჯობია, ვსთქვა, რომ ქართველი ქართველი არ არისო“. ძალიან კარგადაც მოუგონია, სახელი და დიდება მომგონებელს… მაგრამ ჩვენ ამაზედ უნდა ვიცინოთ, თუ ვიტიროთ? სემინარიასთან არსებობს მოსამზადებელი კლასი, რომელსაც პროსემინარიას უწოდებენ. წესდებულების ძალით, სემინარიასთან უნდა დაარსებულიყო სამი პროსემინარია: ერთში უნდა ისწავლონ ქართველებმა, მეორეში — რუსებმა და მესამეში — სომხებმა. შარშან სექტემბერშიდაარსდა მხოლოდ ქართული პროსემინარია. ყოველის ეჭვის გარეთ იყო ყველასათვის, რომ ამ სასწავლებელში, რომელიც განსაკუთრებით ქართველებისათვის არის დანიშნული, ჯეროვანიგზა მიეცემოდა ქართულს ენას. მაგრამ აქაც უკუღმა დატრიალებულა საქმე. ამ პროსემინარიის მეორე განყოფილებაში ქართულის ენის ხსენებაც არ არის; მისთვის ერთი საათიც არ არის კვირაში დანიშნული და მოწაფენი ქართულს წიგნებსაც მოკლებულნი არიან. შესაძლებელია, რომ გორის სემინარიის გამგეობას ქართულის ენისათვის დრო არა ჰქონდეს, რადგანაც გვარ- ტომობის გამოკვლევას ეგრე წარჩინებულად შესდგომია თავის-და სასახელოდ და იმ გამოკვლევაშია გართული. ჩვენ აქ არა გვეთქმის-რა, მაგრამ ქართულს სასწავლებელში რომ ქართულს არ ასწავლიდნენ — ეს მაინც-და-მაინც დაუჯერებელია. ჩვენ მარტო ამას ვკითხულობთ: ამაზედ ვიცინოთ, თუ ვიტიროთ? იმავე პროსემინარიის პირველს განყოფილებაში თუმცა ქართულს ასწავლიან თურმე, მაგრამ ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ ბავშმა ჩათვლით კითხვისა და ქართულის ასოების ჯღაბნის მეტი არა ისწავლოს-რა. უსათუოდ ამ განზრახვით მოუგონიათ ისეთი მეთოდი, რომ ქართულის სწავლა კი არა, ვგონებ ისიც დაავიწყდეს ბავშს, რაც იცოდა. ამ მეთოდის მომგონებელი გახლავთქართულის პროსემინარიის მასწავლებელი უფ. ნათიევი. ეს მეთოდი აი რაში მდგომარეობს: ერთსა და იმავე დროს ბავშმა უნდა გაიკვეთოს ქართული ასოები, რუსული ასოები, ისწავლოს მათი გამოხატვა, მათგან მარცვლების, სიტყვების და ფრაზების შედგენა. ამასთან მათ უნდა დაიხსომონ რუსული სიტყვები და ახსნან რუსული ფრაზები. საწყალო ბავშებო! თუ თქვენ ამ ბაბილონის გოდოლის აშენებაში სრული გონება კიდევ შეგრჩათ, ბარაქალა თქვენის ბუნების ძლიერებას!.. ჩვენი ქართული ანდაზა „ორი კურდღლის მდევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერსო“ უფ. ნათიევს ვერ მოსწონებია და უთქვამს: მე დავუმტკიცებ ქვეყანასაო, რომ მე ოთხს კურდღელს გამოვუდგები და ოთხსავე ერთად დავიჭერო. ნეტავი ექვსიც ერთად დაიჭიროს, ოღონდკიმარტო კურდღლებს გამოუდგეს და ბავშების სწავლას კი თავი დაანებოს. უფ. ნათიევის ვარჯიშობაზედ უნდა ვიცინოთ თუ ვიტიროთ? უფ. ნათიევი არც ოთხის კურდღლის გამოდგომას დასჯერებია. მეხუთე კურდღელიც გაუგდია წინ. არ ვიცით, რა უნდა ვუქოთ უფ. ნათიევს, — სირბილი, თუ მეძებრობა. ქართულს და რუსულს ანბანთან იგი ასწავლის თურმე მოწაფეებს მესამე ანბანსაცა. ეს ამბანი არ გახლავთ არცფრანციული, არც ნემეცური, არც ლათინური, არც ბერძნული, ერთის სიტყვით, იმ ანბანით, რაცკაცობრიობა არსებობს, არც წიგნი დაბეჭდილა და არც დაწერილა. იგი არ უნახავს წარსულსა, არარსებობს აწმყოში და ყოვლად შეუძლებელია მომავალში. იგი მოზმანებია უფ. ნათიევს მისთა მოწაფეთა უბედურებისათვის. რა ანბანია ასეთი ახირებული ანბანი? — იკითხავს მკითხველი. აი რა ანბანია. ნათიევს სიზმარი უნახავს, რომ ქართული სიტყვები რუსულის ასოებით უნდა დაიწეროსო. აუღია და თვის ანბანში შიგა და შიგ ქართული სიტყვები ჩაურთავს რუსულის ასოებითა. რადგანაც რუსულს ანბანს აკლია ხუთმეტამდე ნიშნები ჩვენის ხმების გამოსახატავად, ამიტომაც უფ. ნათიევს თავისით მოუგონებია ახალი ასოები, არც რუსული, არც ქართული, არცამ მთისა, არც იმ მთისა, და ამ ახალის ასოებით შეუვსია რუსულის ანბანის ნაკლი და ჩვენიანბანიც გაუმდიდრებია. აქ სწორედ უფ. ნათიევს ორი კურდღელი ერთად დაუჭერია. ბარაქალა მის ფეხმარდობას და სისწრაფეს! მაგრამ ჩვენი საწყალის ბავშების რა გადასახდელია, რომ უფ. ნათიევი ფეხმარდია. იმ ბაბილონის გოდოლს, რომელიც წინ მოვიხსენიეთ, მესამე ანბანიცდაუმატა თურმე უფ. ნათიევმა. ვაი, თქვენი ბრალი, საწყალო ბავშებო! არ გეყოფათ განა ამდენიანბანები, რომ „ნათიაური“ ანბანიც, თქვენდა საუბედუროდ, არ გამოჩენილიყო?! ჩვენ ამაზედუნდა ვიცინოთ, თუ ვიტიროთ? აბა, ეს ამბავი შეიძლება რომ სხვაგან სადმე მოხდეს და ასე დაუსჯელად ჩაიაროს? მეცხრამეტე საუკუნეში, ესე აშკარად სამასხაროდ საქმე გამხდარა სადმე? ესეთი სასაცილოდ აგდება მთავრობის კეთილ-განკარგულებისა, მთავრობის დაწყობილებისა სადმე გაგონილა? გაგონილა, რომ ესეთი წვრილფეხობა, როგორიც უფ. ნათიევია და სემინარიის გამგეობა, ესე ფუჭად ხდიდეს მთავრობის ჩვენდამი მზრუნველობას და გულმტკივნეულებას?.. ჩვენ ამაზედ უნდა ვიცინოთ, თუ ვიტიროთ? თუ ჩვენ გვკითხავთ, ორივეს მიზეზი და საბუთი ხელთა გვაქვს. 1877 წელი

Recent Posts

See All
ჩვენი ხალხი და განათლება

ტფილისი, 2 მაისი, 1886 წელი უმეცრება — აი უმთავრესი სენი, რომელიც ჩვენ ძვალ-რბილში გაგვჯდომია, შეუბრალებლად ჰღრღნის სიცოცხლეს... ეს...

 
 
bottom of page